1. პროექტის სახელი: „ამბავი, რომელიც უნდა ვიცოდეთ, ანუ რა მოხდა ოდესღაც სვანეთში...“.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან, გამოიკვლევენ და აღწერენ ერთ–ერთ ადგილს სვანეთში – ,,ჰეშკილს“ (მესტია, სოფ. ლენჯერი), სადაც ოდესღაც დიდი ტრაგედია დატრიალებულა.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი იქნება აქტუალური, ვინაიდან სვანეთის ისტორიაში არსებობს ნაკლებად შესწავლილი საინტერესო ფაქტები. მოსწავლეების თვალით დანახული ეს ტრაგედია, ისტორიის უკეთ შესწავლის კიდევ ერთი მცდელობა იქნება.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარ–ჩვევები.მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევა–ძიების უნარ–ჩვევებს. დაინტერესდებიან საკუთარი წარსულის კვლევით. გააცნობიერებენ მშობლიური ისტორიის შესწავლის და დაფასების აუცილებლობას.
5. მონაწილეთა ასაკი: 13–16 წლის.
6. ვადები: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეისწავლიან კონკრეტულ ფაქტებს და ამისთვის გამოიყენებენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. შესაძლოა გამოსცენ წიგნი, გააკეთონ ჩანახატები, შექმნან ვებ–გვერდი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, დიქტოფონი, ინტერნეტი, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქ ტივობები): მოხდება კონკრეტული ტერიტორიის დეტალური შესწავლა. მოსწავლეები გამოიკვლევენ ადგილებს, სადაც დღემდეა შემორჩენილი ნატაძრალები, ნაკოშკარები, ნასახლარები. შეხვდებიან სოფლის უხუცეს ადამიანებს, ჩაიწერენ ამ ისტორიის სხვადასხვა ვერსიებს, ლეგენდებს, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს (სიმღერებს, ლექსებს, რომლებიც ჰეშკილის ტრაგედიის მონაწილე პიროვნებებს და უშუალოდ ამ ისტორიას ეძღვნება).
10. საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ქართული.მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი შექმნან სხვადასხვა სასწავლო პროექტები. აქტიურად გამოიყენონ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინა გიგდელიანი
13. პროექტის ვებ–გვერდი: http://marinagigdeliani.blogspot.com